სასწავლო პროექტი

პროსასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი

სახელი და გვარი
ირინა მეტონიძე

რაიონი
ამბროლაური

სკოლა
ხვანჭკარის საჯარო სკოლა

ქალაქი


თემის  მონახაზი

თემის  დასახელება

Aპიროვნება და თავისუფლება

თემის შინაარსი

მოსწავლეები შეისწავლიან „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას“,მისი შექმნისა და რატიფიკაციის ისტორიას და საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს-საქართველოს მოქალაქეობა.განიხილავენ საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის ფაქტებს.გააანალიზებენ გამომწვევ მიზეზებსა და  მიღებულ შედეგებს. სიღრმისეულად გამოიკვლევენ 1937 წლისა და 1950-იანი წლების რეპრესიებს საქართველოში.გამოიკვლევენ XXIსაუკუნის მონაცემებს-დაცულია თუ არა დღეს საქართველოში მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლირიკური უფლებები. პროექტის მთავარი კითხვა: რა შეცვალა საქართველოს ისტორიაში ადამიანის უფლებების აღიარებამ?

საგანი

ისტორია

დონე/კლასი  

VIII-IX-X კლასი -15 მოსწავლე

განხორციელების დროის ჩარჩო

3 -4კვირა

თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ისტ.VIII.1  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.
ისტ.VIII.9 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.
·         მოსწავლე ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს.საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით(მაგ.“ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია).
·         გამოყოფს და  აღწერს დემოკრატიის ჩასახვისა და განვითარების ეტაპებს.
·         ნსჯელობს თუ როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის,თუ რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის უფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას.
ისტ.VIII.10 მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსათვის.
  • მსჯელობს კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის.მოჰყავს შესაბამისი მაგალითები ისტორიიდან და საკუთარი დაკვირვებებიდან.
  • მსჯელობს სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის არსებობის მნიშვნელობასა და მისი დამახასიათებელი ნიშნების შესახებ.
  • ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა.ასახელებს იმ საშიშროებებს ,რაც მოსდევს ადამიანის არაკანონიერ მოქმედებას.
ისტ.VIII.11მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.
·         ისტორიიდან და სხვა საზოგადოების შემსწავლელი საგნებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე ადარებს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა კატეგორიას და მსჯელობს მათ მსგავსებასა თუ განსხვავებებზე.
ისტ.IX.3მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები
·         მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ.გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს.
ისტ.IX.5მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასადა განვითარებაზე.
·         მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე,რომლებმაც გავლენა მოახფინა ქართულ საზოგადოებრიობაზე.
·         აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე.
·         აანალიზებს საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენას თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაზე .


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეისწავლიან ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციას“ და საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს-საქართველოს მოქალაქეობა.ადამიანის უფლებათა დაცვის თემატიკიდან გამოყოფენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს,გაიღრმავებენ ცოდნას XX  და  XXI საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში.ასევე შეძლებენ: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე პირადი მოსაზრებების ფორმურილებას და დაცვას;კვლევის სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამოყენებას ინფორმაციის მოძიების,ინტერპრეტაციის და ანალიზის მიზნით,ისტორიული მოვლენების ინტერპრეტაციას არსებულ კონტექსტში;კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით ეფექრური პრეზენტაციების მომზადებას,თანატოლებთან ეფექტურ თანამშრომლობას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა
რა არის მიღწევები?
რა გვეხმარება თანაცხოვრებაში?
რატომ იცვლება კანონები?


თემატური კითხვები
რატომ გვჭირდება  კანონები?
რა ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად?
რა ვალდებულებები აკისრია მოქალაქეებს?



შინაარსობრივი კითხვები
რა არის კანონი?
როდის შეიქმნა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია?





შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ინსტრუმენტები
შეკითხვების დასმა
SWOT-ანალიზი
ვიცი-მინდა ვიცოდე-რა ვისწავლე
რით ვაფასებ
გავარკვევ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას.
მოსწავლეებთან ერთად გამოვიკვლევთ პროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებს.შესაძლებლობებსა და რისკებს
ინტრუმენტები
შეკითხვეის დასმა და დისკუსია.
პრეზენტაცია
რით ვაფასებ
ვაფასებ დისკუსიის რუბრიკით
შევაფასებ როგორ ითვისებს მოსწავლე პროექტის ამოცანებს
ინსტრუმენტები
შეკითხვების დასმა და დისკუსია/
პორტფოლიო.
პროექტის საბოლოო შეფასება
რით ვაფასებ
შევაფასებ როგორ  აღიქვამს მოსწავლე პროექტის ამოცანებს

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ბიბლიოთეკაში მუშაობის,ინტერნეტ- რესურსების მოძიების უნარი.
·         ვორდის პროგრამაში მუშაობის,პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა.
·         წერილობითი და ზეპირი ფორმით კითხვის ,მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრებების გამოხატვის უნარი.
სასწავლო პროცედურები
პროექტის დასაწყისში შევკრიბე სამიზნე ჯგუფი და მივეცი დავალება:ჩაატარონ თემში მოსახლეობის გამოკითხვა.1.გსმენიათ თუ არა“ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“შესახებ? 2.ხედავთ თუ არა მოქალაქეთა უფლებების რღვევის ფაქტებს თქვენს ირგვლივ? გამოკითხვის შემდეგ მოსწავლეები დავყავი სამ ხუთკაციან ჯგუფად მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.ჯგუფის ხელმძღვანელებად დავაყენე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.გავაცანი პროექტის გეგმა,გეგმის პრეზენტაცია.ადამიანის უფლებათა დაცვის თემატიკიდან გამოვყავით ადამიანის სამოქალაქო დაპოლიტიკური უფლებები.გავაანალიზეთ ბუნდოვანი საკითხები და ჯგუფებმა აირჩიეს დავალებები:პირველი ჯგუფი-„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“.მეორე ჯგუფი-სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რღვევის ფაქტები XX საუკუნის საქართველოში და მათი ანალზი; მესამე ჯგუფი-სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რღვევის ფაქტები XXI საუკუნის საქართველოში და მათი ანალიზი.დავავალე ჯგუფის ხეკმძღვანელებს გადაანაწილონ  დავალებები ჯგუფის წევრებზე და მონიტორინგი გაუწიონ მათ.კვლევისთვის ჯგუფებს მიეცათ დრო ორი კვირა.მათ უნდა მოიძიონ ინფორმაცია,გადაამუშაონ,გააკეთონ სარეკლამო ბროშურები პროექტის შესახებ და დაარიგონ სკოლასა და თემში.შექმნან გაზეთები. მოამზადონ საკონფერენციო თემები და პრეზენტაციები.ამის შემდეგ დაინიშნება კონფერენციის მოწვევის დღე.ბავშვები აუდიტორიას წარუდგენენ გამოკითხვის შედეგებს,შემდეგ კი ჯგუფები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.თემებისა და პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე:“რა შეცვალა ადამიანის უფლებების აღიარებამ საქართველოში“.კონფერენციაზე მოწვეული არიან ადგილობრივი თემის წარმომადგენლები,მშობლები. დისკუსიაზე გამოიკვეთა აზრი,რომ დემოკრატული სახელმწიფოს აგებისთვის საჭიროა მოქალაქეების განათლება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.უფლებებისათვის ბრძოლაში დაშვებულია მხოლოდ მშვიდობიანი ხერხების გამოყენება.












დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს დავავალებსარეკლამო ბროშურების დარიგებას თემში,გამოაკრავს კედლის გაზეთებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვანი მოსწავლეები არ გვყავს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მარალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს დავაყენებ ჯგუფის ხელმძღვანელებად,დავავალებ პროექტის მონიტორინგს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა ვორდის პროგრამა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.

No comments:

Post a Comment